სებ-მა  სავალუტო აუქციონზე 13.6 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

სებ-მა სავალუტო აუქციონზე 13.6 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2022 წლის 20 სექტემბერს გამართულ ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა გასაყიდად 20 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა.

სებ-ის ცნობით, აუქციონზე გაიყიდა 13 600 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8445 შეადგინა.

თაია არდოტელი