აშშ-ში რეკლამის დამკვეთები სარეკლამო ბიუჯეტის 83%-ს მობილური ინტერნეტ ძიების რეკლამისკენ მიმართავენ

2018 წელს ამერიკელი რეკლამისდამკვეთები მობილური ძიების რეკლამაში დაახლოებით 26,5 მილიარდ დოლარს გაიღებენ.

უახლოესი სამი წლის განმავლობაში ამერიკაში რეკლამის დამკვეთთა სარეკლამო ბიუჯეტის 83% მობილური ინტერნეტ ძიების რეკლამისკენ იქნება მიმართული.

უმსხვილესი კვლევითი კომპანია eMarketer-ის პროგნოზით, 2018 წელს ამერიკელი რეკლამისდამკვეთები მობილური ძიების რეკლამაში დაახლოებით 26,5 მილიარდ დოლარს გაიღებენ, ე.წ. დესკტოპ რეკლამაში კი 5,61 მილიარდ დოლარს.

eMarketer-ის კვლევის ავტორთა თქმით, მობილური ძიება ე.წ. დესკტოპს მიმდინარე წელსვე გადაასწრებს და მისი წილი 52,6%-ს - 19,97 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

2015 წელს საძიებო ბიუჯეტების დიდ ნაწილს ინტერნეტ საძიებო გიგანტი Google მიიზიდავს - 8,54 მილიარდი დოლარი (66%), თუმცა eMarketer-ის პროგნოზით, მომავალ წელს ”გუგლის” წილი მობილურ სეგმენტში 64,1%-ს შეადგენს.

bpn