გიორგი აბაშიშვილმა ექსპერტებთან სავალუტო კრიზისთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ეკონომიკური პროფილის ექსპერტებთან სავალუტო კრიზისთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს აბაშიშვილმა განუცხადა, ექსპერტებთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. "ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მოვისმინოთ დარგის სპეციალისტების კვალიფიციური აზრი. დღევანდელი შეხვედრა ძირითადად დაეთმო ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისს, სავალუტო სტაბილიზაციის გეგმას, რომელიც უნდა შემუშავდეს; იმ პერსპექტივებს, რომელიც ამ პერიოდისთვის არის ქვეყანაში - როგორ შეიძლება ერთის მხრივ, ძალიან სწრაფად გამოვიდეთ არსებული სიტუაციიდან და მეორეს მხრივ, შესაძლებელი იყოს გრძელვადიან გეგმაზე მუშაობა. ასევე დაიხვეწოს პროგნოზირების სისტემა, რათა მომავალში მსგავსი ტიპის სავალუტო რყევები, რომელმაც ჯამში, სავალუტო კრიზისი გამოიწვია, თავიდან იყოს აცილებული", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.