მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 2000 პუნქტამდე დაეცა

მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 2000 პუნქტამდე დაეცა, რაც 9 აგვისტოს შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მოსკოვის დროით 10:08 საათისთვის, ბირჟის ინდექსი იყო 2093,84 პუნქტი , RTS ინდექსი - 1059,43 პუნქტი, დოლარი კი 62,0 რუბლამდე გაიზარდა (+1,4 რუბლი).

ყველაზე მეტად დაეცა Yandex-ის (-10,1%), Surgutneftegaz-ის (-9,5% და -10% prefs), NOVATEK (-9,5%), TCS Group-ის, (- 9,5%), OZON-ის (-9,3%) აქციები. ასევე „მოსკოვის ბირჟის“ (-9,3%), „გაზპრომ ნეფტის“ (-9,1%), „ინტერ რაოს“ (-8,4%), „პოლიმეტალის“ (-8,4%), AFK Sistema-ს (-8,1%) აქციები.

„გაზპრომის“ აქციები კი 206,81 რუბლამდე (-6,5%) დაეცა.

შეგახსენებთ, რომ, დღეს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. სამობილიზაციო სამუშაოები 21 სექტემბერს დაიწყება, რეზერვში მყოფ მოქალაქეებს სამხედრო სამსახურში გაიწვევენ.

ეკა დარჩიაშვილი