პორტალი companiesmarketcap.com იმ უმსხვილესი კომპანიების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებსაც ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავთ დასაქმებულები.
გთავაზობთ 10 კომპანიას, რომლებსაც ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ ათეულიდან ხუთი ამერიკულია.
1. Wallmart - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კორპორაცია - 2 300 000 დასაქმებული
2. Amazon - უმსხვილესი ამერიკული ონლაინ-მაღაზია - 1 523 000 დასაქმებული
3. Foxconn (Hon Hai Precision Industry) - ელექტრონიკის ტაივანური მწარმოებელი კომპანია - 826 608 დასაქმებული
4. Accenture - ირლანდიური საკონსულტაციო კომპანია - 710 000 დასაქმებული
5. Volkswagen - გერმანული ავტომწარმოებელი - 668 294 დასაქმებული
6. Tata Consultancy Services - ინდური ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სერვისების კომპანია - 668 294 დასაქმებული
7. Deutsche Post - გერმანული საფოსტო კომპანია - 587 737 დასაქმებული
8. United Parcel Service - ამერიკული ექსპრეს მიტანისა და ლოგისტიკის კომპანია - 534 000 დასაქმებული
9. Kroger – ამერიკული სუპერმარკეტების ქსელი - 500 000 დასაქმებული
10. The Home Depot - ამერიკული სარემონტო საშუალებების ქსელი - 500 000 დასაქმებული
companiesmarketcap.com-ის მონაცემებით, მსოფლიოს 6 798 კომპანიაში ამ დროისთვის 110 659 505 ადამიანია დასაქმებული.