„ავიარეისებზე ბილეთები აღარ დარჩა“ - საით გავიქცეთ რუსეთიდან ახლავე

საით გავიქცეთ რუსეთიდან ახლავე - ასეთი შინაარსის პოსტი ტელეგრამ არხზე „მედუზა live” მას შემდეგ გავრცელდა, რაც ვლადიმერ პუტინმა მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. პოსტი ორ ვერსიას შეიცავს: სად გავიქცეთ, როდესაც გვაქვს საზღვარგარეთის პასპორტი და როდესაც ის არ გვაქვს.

სად გავიქცეთ თუ საზღვარგარეთის პასპორტი არ გვაქვს (რამდენი ხანი შეგვიძლია იქ გავჩერდეთ):

  • სომხეთი - (180 დღე)
  • ბელარუსი - (90 დღე)
  • ყირგიზეთი - (30 დღე + ექვსი თვე საცხოვრებლის რეგისტრაციის შემთხვევაში)
  • ყაზახეთი - (30 დღე რეგისტრაციის გარეშე + 60 საცხოვრებლის რეგისტრაციის შემდეგ)

სად გავიქცეთ თუ გვაქვს საზღვარგარეთის პასპორტი, მაგრამ არ გაქვს ვიზა (რამდენი ხანი შეგვიძლია იქ გავჩერდეთ):

  • საქართველო - (360 დღე, თუმცა რუსებს ხშირად ექმნებათ პრობლემები შესვლაზე)
  • მექსიკა - (180 დღე, საჭიროა ელექტრონული ვიზა)
  • ეგვიპტე - (90 დღე, საჭიროა ელექტრონული ვიზა)
  • ისრაელი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, ბრაზილია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეკვადორი, ყატარი - 90 დღე ვიზის გარეშე
  • სამხრეთ კორეა - (90 დღე, საჭიროა ელექტრონული ვიზა)
  • ტაილანდი -45 დღე
  • ინდოეთი - (30 დღიდან 5 წლამდე, ელექტრონული ვიზის მიხედვით)
  • ინდონეზია, მალაიზია, მონღოლეთი, ლაოსი, სერბეთი - 30 დღე ვიზის გარეშე
  • შრი ლანკა - 30 დღე ვიზის გარეშე

პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთში ავიაბილეთების ფასებმა მოიმატა. როგორც რუსული მედია წერს, მოსკოვიდან სტამბულის, ერევნის, ბაქოს და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართულებით, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, უახლოესი პერიოდისთვის „ავიარეისებზე ბილეთები აღარ დარჩა“. როგორც მედია წერს, 23-24 სექტემბრამდე ყველა ბილეთი გაყიდულია. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ბილეთი და ისიც ბიზნეს-კლასით მგზავრობისთვის.

რეზერვისტებს, რომლებიც გაწვევას მიიღებენ, ქვეყნიდან გასვლა აეკრძალებათ.

ეკა დარჩიაშვილი