დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო „პულმანში“, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, დასაქმების სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა, მოწვეულ სტუმრებს, დასაქმების ხელშეწყობის მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და სააგენტოს სერვისების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, წარმოდგენილმა მხარეებმა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესში, ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი გზების განვითარებასა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.