გორში, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო

გორში, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე 2 934 მეტრია. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში მოასფალტდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მოეწყობა ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები და საგზაო მონიშვნები.

„გამზირზე, რომელსაც ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები, უკვე გამოიცვალა სასმელი წლის სისტემები.

პროექტი გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.