უცხოური საკრუიზო გემები სოჭის პორტთან კონტრაქტებს წყვეტენ

უცხოური საკრუიზო გემები სოჭის პორტთან კონტრაქტებს წყვეტენ. როგორც რუსული მედია სოჭის პორტის გენერალურ დირექტორზე იური ვლადიმეროვზე დაყრდნობით წერს, საუბარია 19 უცხოურ საკრუიზო გემზე, რომლებმაც თებერვლიდან, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, პორტთან კონტრაქტები გაწყვიტეს.

იური ვლადიმეროვმა აღნიშნა, რომ კონტრაქტები საერთაშორისო საკრუიზო კომპანიებთან, რომლებიც ძირითადად ევროპიდან შედიოდნენ სოჭში, შეადგენდა საზღვაო პორტის შემოსავლის შთამბეჭდავ ნაწილს, შესაბამისად, მათი გამგზავრება პორტიდან დამატებითი პრობლემაა საზღვაო ნავსადგურის ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად.

ამავდროულად, რუსეთის სამხრეთში სპეცოპერაციისა და დახურული აეროპორტების ფონზე გაიზარდა საქალაქთაშორისო, ე.წ. კაბოტაჟური გადაყვანები, ზრდამ გასულ წელთან შედარებით 70% შეადგინა - დასძინა ვლადიმეროვმა.