ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობისა და განხილვის მიზნით, გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრები ადგილობრივი სათემო/არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მასწავლებლებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ჩატარდა.