ქუთაისში, სავაჭრო პალატამ პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, კერძო კომპანიებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეხვედრა გამართა

ქუთაისში, საქართველოს სავაჭრო პალატამ, შტუტგარტის პალატის მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, კერძო კომპანიებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, კერძო კომპანიებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მოსწავლეებსა და დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია იმერეთის რეგიონში პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს.

„მსგავსი ფორმატის ღონისძიების მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, რეგიონში არსებული კოლეჯების და კომპანიების დაკავშირება, რაც შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კვალიფიკაციური სამუშაო ძალის ფორმირებას ხელს შეუწყობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.