თელავში, ალაზნის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში, ალაზნის გამზირზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ცენტრალურ მაგისტრალზე წყლის კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ბეტონის დაზიანებული საფარის აღდგენის პროცესი, რის შემდეგაც დაიწყება გზის მოასფალტება. ჯამში, ასფალტის საფარი დაიგება 2.5 კმ სიგრძის გზაზე.

"პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ალაზნის გამზირის გზის საფარის და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია, გამყოფი ზოლის მოწესრიგება და გამწვანების სამუშაოების განხორციელება.

მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებების მოწყობა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ენ-დი როუდი,, ასრულებს.

ალაზნის გამზირის რეაბილიტაციაზე 2 577 752 ლარი დაიხარჯება.

პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.