ნიუ-იორკი მსოფლიოს ფინანსური ცენტრის ლიდერობას ინარჩუნებს

ნიუ-იორკი კვლავ პირველ ადგილზეა მსოფლიო უმსხვილესი ფინანსური ცენტრების ახალ რეიტინგში, რომელიც კონსალტინგურმა კომპანიამ Z/Yen Group Ltd.-მ გამოაქვეყნა.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ნიუ-იორკმა ოთხი წლის წინ გადაასწრო ლონდონს, ჩამოართვა პირველობა და მას შემდეგ ლიდერობას არ თმობს. ნიუ-იორკს ამ რეიტინგში 760 ქულა აქვს, ხოლო ლონდონს - 731. ლიდერთა სამეულს ხურავს სინგაპური, რომელმაც თავის მხრივ, გადაუსწრო ჰონგ-კონგს, რომელმაც პოზიციით დაიხია უკან. მეხუთე ადგილზეა სან-ფრანცისკო, შემდეგ მოდიან შანხაი, ლოს-ანჟელესი, პეკინი, შენჟენი და ათეულის ბოლო ადგილზე პარიზი.

ყველაზე მეტი წინსვლა რეიტინგში აქვს ბერლინს +16 და ახლა 26-ე ადგილზეა და სიდნეის, რომელიც ერთბაშად 10 პოზიციით დაწინაურდა და მე-13 ადგილზე გავიდა.

ყველაზე მკვეთრი კლება კი ჯაკარტას, რომელმაც 26 პოზიცია დაკარგა და ახლა 95-ე ადგილზეა. ლიდერებს შორის კლება ქონდა ტოკიოს, რომელმაც 7 საფეხურით დაიხია უკან და ახლა 16-ე ადგილზეა.

მსოფლიო ფინანსური ცენტრების ინდექსი პირველად 2007 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ყოველ ნახევარ წელიწადში ახლდება. ამჟამინდელი რეიტინგი რიგით 32-ეა.

კოკა კვირკველია