საერთაშორისო ანგარიშსწორებაში დოლარის წილი ზედიზედ მესამე თვეა რაც იზრდება, მაშინ როცა ევროს წილი ბოლო ორი წლის მინიმუმზეა დასული. ამის შესახებ SWIFT-ის მონაცემებიდან ვიგებთ.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროთი ანგარიშწორება აგვისტოში 34,5%-მდეა შემცირებული, რაც ივლისის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია. ამასთან, დოლარი განაგრძობს ლიდერობას უკვე ზედიზედ 15 თვეა, აგვისტოში მისი წილი 42,6% იყო, მაშინ როცა ივლისში 41,2% ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის აგვისტოში ევროთი ანგარიშსწორების წილი 36% იყო, ხოლო დოლარის 39%.
ამასთან, ჩინური იუანის წილი აგვისტოში 2,3%-მდე გაიზარდა, რაც იანვრის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია. ივლისში ის 2,2% იყო, ხოლო 2021 წლის აგვისტოში 1,9%. აგვისტოში ფუნტი სტერლინგით ანგარიშსწორების წილი 6,5% იყო, იენის 2,7. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით ამ ვალუტების მაჩვენებლები შემცირებულია 6,7%-დან (ფუნტი) და 3,6%-დან (იენი) შესაბამისად.
როგორც Bloomberg წერს, დოლარით ანგარიშსწორება ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპაში მზარდი ენერგოკრიზისისა და უკრაინაში განგრძობადი კონფლიქტის ფონზე.