რა არის რეფინანსირების განაკვეთი და როგორ მოქმედებს ის ჩვენს სესხებზე

ხშირად გვსმენია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების სესხები) გააძვირა ან გააიაფა. ეს ტერმინი აქტუალური 2008 წლის შემდეგ გახდა, რაც ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთისა და მასზე მიბმული ლიკვიდობის მხარდამჭერი - რეფინანსირების სესხების გამოყენება დაიწყო. ამ დროისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ს შეადგენს.

და მაინც, რას ნიშნავს რეფინანსირების განაკვეთი და რამდენად გვეხება თითოეულ ჩვენგანს სებ-ის მიერ ამ ინსტრუმენტის გამოყენება?

თუ იპოთეკური ან სამომხმარებლო სესხი გაქვს და შენი კრედიტი ცვლად საპროცენტო განაკვეთზეა მიბმული, დიდი ალბათობით, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ან კლება კარგად ნაცნობი თემა იქნება. ეს მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

განაგრძეთ კითხვა: