Microsoft-ის გარაჟი: ყველაზე ძვირად ღირებული მანქანები ბილ გეითსის კოლექციაში

Microsoft-ის თანადამფუძნებელს, მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, ბილ გეითსს აქვს უზარმაზარი ქონება.

118 მილიარდი დოლარის მფლობელმა წლების განმავლობაში არა მხოლოდ იყიდა კერძო კუნძულები, იახტები, თვითმფრინავები და სახლები, არამედ ის ასევე ფლობს მანქანების კოლექციას;

წარმოგიდგენთ ბილ გეითსის გამორჩეულ ავტომობილებს:

Porsche 911 - 55,000 დოლარი

Microsoft-ის წარმატებიდან ოთხი წლის შემდეგ, ბილ გეითსმა პორშე 911-ის სახით ძვირად ღირებული შესყიდვა გააკეთა.

მანქანა მრავალი წლის განმავლობაში მისი კომპანიონი იყო და მაგნატს სუპერქარით სამსახურში მიმავალს ხშირად ხედავდნენ. Top Speed-ის ცნობით, ავტომობილი 2012 წელს ჟენევაში აუქციონზე გაიტანეს, საწყისი ფასი 55 000 დოლარი იყო.

Porsche 930 Turbo - 159,900 დოლარი

Porsche 911-ის ტურბოშე შემდეგ ბილ გეითსმა იყიდა 930 Turbo.

მან მანქანა გამოიყენა 1990-იან წლებამდე და მოგვიანებით ვენაში გაგზავნა, სადაც იგი აღადგინეს და განახლდა. გეითსი თავის Porsche 930 Turbo-ს "რაკეტას" უწოდებს.

Mercedes 500SL - 59,750 დოლარი

ბილ გეითსი მერსედეს 500SL-ს 2000 წლიდან 2002 წლამდე ფლობდა და ახლა ის გახდა საკულტო მანქანა ისტორიაში.

მან განსაცვიფრებელი მერსედესი Designo Slate Blue-ში შეიძინა. მანქანას ორი ფერის ტყავის სავარძლები და შავი ინტერიერი ჰქონდა.

დამატებითი მას ჰქონდა 17-დიუმიანი ქრომირებული დისკები.

Porsche 959 - 2 მილიონი დოლარი

Porsche 959-ს აქვს 911-ით შთაგონებული კორპუსი და ბი-ტურბო ბრტყელი ძრავა. როგორც The Sun-მა აღნიშნა, ის მხოლოდ 337 ერთეული შეიქმნა.

Jaguar XJ6 - 53,450 დოლარი

Jaguar-ის თანადამფუძნებელმა უილიამ ლიონსმა, ბრენდის ყველაზე საკულტო მოდელის შექმნით მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა.

XJ6 იყო მის მიერ წარმოებული ბოლო მანქანა. ის ბილ გეითსის კოლექციაში საპატიო ადილს იკავებს.

XJ6 წარმოებაში იყო ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

Ford Focus - 14,395 დოლარი

ავტოფარეხში სუპერ მანქანებს შორის, ბილ გეიტსი ფლობდა 2008 წლის Ford Focus-ს, რომელსაც სიეტლში ხშირად ატარებდა.

Tesla Model X - 90,000 დოლარი

2016 წელს, ერთ-ერთი ინტერვიუს ჩაწერისას, გეითსი Tesla Model X-ით მივიდა. უცნობია, დღემდე ჰყავს თუ არა მილიარდერს ეს მანქანა, თუმცა ცხადია, რომ მას კომფორტი ძალიან უყვარს.

Ferrari 348 - 72,000 დოლარი

Ferrari 348 არის განსაკუთრებული სუპერმანქანა ავტომწარმოებლის ისტორიაში, რადგან ეს იყო ბოლო V8 მოდელი, რომელსაც ენცო ფერარი თავად აწარმოებდა.

Chevrolet Suburban - 53,200 დოლარი

ბილ გეითსი მრავალი წლის განმავლობაში ფლობდა Chevrolet Suburban-ს.

Suburban-ში შემოთავაზებულია ძრავის მრავალფეროვნება, მათ შორის ძლიერი V8, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიჩქარეს .

Porsche Taycan - 150,000 დოლარი

ბილ გეითსის ერთ-ერთი უახლესი შესყიდვა მოხდა 2020 წელს, როდესაც მან შეიძინა მთლიანად ელექტრო Porsche Taycan. როგორც Lifestyle Asia-მა აღნიშნა, Taycan გამოდის ორი ვარიაციით, Turbo და Turbo S. ელექტრომობილი აღჭურვილია ორი ელექტროძრავით, რომლებიც მუშაობენ ლითიუმ-იონურ ბატარეებზე. ის აღწევს 0-დან 62 MPH-მდე სულ რაღაც 5,4 წამში და აქვს Race-Tex მიკროფიბერი მისი ინტერიერისთვის.

ბილ გეითსის მანქანების კოლექციის სხვა გამორჩეული მანქანები მოიცავს BMW 7 სერიას და Porsche 911-ს. მიუხედავად იმისა, რომ 1970-80-იან წლებში მას უყვარდა სუპერმანქანების მართვა, ბილ გეითსი ბოლო დროს უპირატესობას ეკოლოგიურ ავტომობილებს ანიჭებს.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი