მუნიციპალური განვითარების ფონდს ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საქვეუწყებო ორგანიზაციას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

უწყების ინფორმაციით, მას ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. მათივე განმარტებით, ილია დარჩიაშვილი ფონდის აღმასრულებელ დირექტორად საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 6 მარტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. "ილია დარჩიაშვილი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში 2014 წლიდან მუშაობს. აქამდე დარჩიაშვილი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შესაბამისად, ის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების პროექტებსა და საქმიანობას დეტალურად იცნობს", - აცხადებენ უწყებაში.

ილია დარჩიაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, კერძოდ, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი იყო ; 2006-2012 - წლებში ს/ს ბანკი "რესპუბლიკა"ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" ფილიალის მმართველი; 2004-2006 - წლებში ს/ს ბანკი "რესპუბლიკა"ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსი; 2003 წელს კი საქართველოს კულტურის სამინისტროში, საფინანსო დეპარტამენტის ანგარიშგების მენეჯერი.