შოლცი არაბული ტურნეს ფარგლებში გაზისა და წყალბადის მიწოდებაზე კონტრაქტებს გააფორმებს

კანცლერ ოლაფ შოლცის არაბულ ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში, გერმანული საქმიანი წრეების წარმომადგენლები აპირებენ კონტრაქტების გაფორმებას გაზისა და წყალბადის მიწოდებაზე. ამის შესახებ სააგენტო Bloomber-ი გერმანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, გერმანიამ აწარმოა „კონსტრუქციული მოლაპარაკებები“ საუდის არაბეთთან, გერმანიისთვის გრძელვადიანად გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამასთან, უცნობია რა პირობებზეა საუბარი, რა მოცულობაზე და რა ფასად.

გარდა საწვავის კონტრაქტებისა, შოლცი აპირებს მოლაპარაკებების გამართვას რუსული ნავთობისთვის ფასის ჭერის შემოღებაზე. როგორც ცნობილია, ეს ინიციტივა ჯერ კიდევ განიხილება ევროკავშირის შიდა წრეებში, თუმცა მასზე კონსესუსი ამ დრომდე არ არსებობს.

გერმანული პრესის ცნობით, შოლცი 24-25 სექტემბერს ვიზიტს გამართავს საუდის არაბეთში, გაერთიანებულ საემიროებსა და ყატარში. პირველად ის ერ-რიადს ეწვევა, სადაც მას მემკვიდრე პრინცი უმასპინძლებს. გერმანიის კანცლერს კი ქვეყნის „წარმომადგენლობითი ეკონომიკური დელეგაცია“ ახლავს თან.

კოკა კვირკველია