გირვანქა სტერლინგის კურსი 1985 წლის მინიმუმზეა

პარასკევს გირვანქა სტერლინგის კურსმა 1985 წლის მინიმუმს მიაღწია. როგორც სავალუტო ვაჭრობის მონაცემებიდან ჩანს, თბილისის დროით 18:37 საათისთვის ბრიტანული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებაში ფსიქოლოგიურ ნიშნულზე 1,1-ზე დაბლა დაეშვა და 1,09 შეადგინა.

ეს არის გირვანქა სტერლინგის დოლართან გაუფასურების ყველაზე დაბალი ნიშნული 1985 წლის შემდეგ. ბრიტანულმა ვალუტამ წლის დასაწყისიდან დღემდე დოლართან მიმართებაში ღირებულების 18,5% დაკარგა. რაც შეეხება ევროს, მხოლოდ პარასკევს ის ევროსთან მიმართებაშიც 1%-ით გაუფასურდა და ახლა 1 ფუნტი 1,1224 ევრო ღირს.

გირვანქა სტერლინგის ბოლო გაუფასურება გამოწვეულია ქვეყანაში დაანონსებული ანტიკრიზისული პაკეტებით, რომელიც ენერგოკრიზისის და ინფლაციის დაძლევისკენ არის მთავრობის მიერ შემოღებული. აღნიშნული კი ინვესტორებში იწვევს წუხილს, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს რყევები ფინანსურ სექტორში.

კოკა კვირკველია