ატმისა და ვაშლატამას წლევანდელი ექსპორტი წარუმატებელი აღმოჩნდა

ქართული ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო სეზონი თითქმის დასრულდა. EastFruit-ის სპეციალისტებმა ივნისიდან აგვისტომდე ექსპორტზე გატანილი ხილის მონაცემები შეაფასეს.

მიმდინარე სეზონზე საქართველომ 25 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გაიტანა, რაც წინა სეზონზე 5 ათასი ტონით ნაკლებია. გასული სეზონი საკმაოდ წარმატებული გამოდგა მეზობელი ქვეყნებიდან დიდი მოთხოვნის გამო.

მთავარი საექსპორტო მიმართულება 2022 წელსაც კვლავ რუსეთი იყო, მას სომხეთი მოჰყვება. აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ფასები გაიზარდა კილოგრამზე 1,10 დოლარამდე, რაც წინა სეზონზე 20%-ით მეტია. ძირითადი ფაქტორები იყო: დიდი მოთხოვნა რუსეთის მხრიდან და ტრანსპორტის ხარჯების გაზრდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები ივნისიდან აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. უნდა ითქვას, რომ გარკვეული ექსპორტი სექტემბერშიც ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მოცულობა ამ დროს მცირეა. მაგალითად, გასული წლის სექტემბერში საქართველომ გაიტანა 1,3 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც 2021 წლის სეზონის მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 4%-ია.

ეკა დარჩიაშვილი