ინფლაციის გამო ნიდერლანდებმა მინიმალური ხელფასი 10%-ით, თვეში 1,931 ევრომდე გაზარდა

ნიდერლანდების მთავრობამ მინიმალური ხელფასი 10%-ით გაზარდა. გადაწყვეტილება ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება, რის შედეგადაც ქვეყანაში დაბალანაზღაურებად მუშახელს უჭირს საკვებსა თუ საწვავზე მომატებული ხარჯების დაფარვა.

ხელფასების გაზრდა 18 მილიარდ ევროიანი დახმარების პაკეტის ნაწილია, რაც ოჯახებს ინფლაციასა და ენერგიის ფასების ზრდასთან გასამკლავებლად უნდა დაეხმაროს.

მინიმალური ხელფასი გაზარდეს სხვა ევროპულმა ქვეყნებმა - საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ესმანეთმაც, თუმცა ნიდერლანდების მიერ თვეში 1,756-დან 1,931 ევრომდე გაზრდა ყველაზე დიდი ნახტომია.

აგვისტოში ქვეყანაში ინფლაციის დონემ 12% შეადგინა და მოსალონდელია, რომ ფასების მაღალი დონე ენერგოკრიზისის გამო მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.

კახი ჩაკვეტაძე