Mazda რუსეთიდან გადის

იაპონური ავტომწარმოებელი Mazda რუსეთში ავტომობილების წარმოების სრულ შეწყვეტას გეგმავს. ინფორმაციას გაზეთი Nikkei ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იაპონური კომპანია მანქანებს ვლადივოსტოკში, Sollers Auto-სთან ერთობლივ საწარმოში აწარმოებდა. ამჟამად წარმოება უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო შეჩერებულია და Mazda-ს ერთობლივი ბიზნესიდან მთლიანად გამოსვლა სურს.

მარტში Telegram-არხმა, Mash-მა თავის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ იაპონური ავტომწარმოებლები, Honda და Mazda რუსეთში ახალი მანქანებისა და მათი კომპონენტების ექსპორტს დროებით აჩერებდნენ. მაისში რუსულმა კომპანია Sollers Auto-მ საავტომობილო კომპონენტების მიწოდება შეწყვიტა ქარხნებისთვის, რომლებიც რუსეთში Ford vans და Mazda-ს მოდელებს აწარმოებდნენ.

ამ კვირას იაპონური კომპანია Toyota-ს პრესსამსახურმა სანქტ-პეტერბურგში მდებარე რუსულ საწარმოში მანქანების წარმოების შეწყვეტაზე განცხადება გაავრცელა, ხოლო თანამშრომლებს ხელახლა დასაქმებასა და გადამზადებაში დახმარებას დაჰპირდა. მანამდე გაზეთი „კომერსანტი“ წერდა, რომ ლენინგრადის ოლქის შუშარის საწარმოო ზონაში Toyota-ს ქარხანა მარტის დასაწყისიდან უმოქმედოა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ