თურქეთი წლის ბოლომდე შავ ზღვაში სამ მილსადენს გაიყვანს

შავ ზღვაში სამი მილსადენის გაყვანა წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რასაც სააგენტო Anadolu ავრცელებს.

მისი თქმით, შავი ზღვის ფსკერზე გაზსადენის გაყვანა შავი ზღვის თურქულ სექტორში, ფილიოსის რეგიონში „საქარიას“ გაზის საბადოს პროექტით არის გათვალისწინებული, ხოლო ძირითად მილსადენზე სამუშაოების უმეტესობა დასრულებულია.

„ვფიქრობ, ეს საკითხი ამ თვის ბოლომდე დაიხურება,“ - აცხადებს მინისტრი.

ფატიჰ დონმეზი ამბობს, რომ შავი ზღვის ფსკერზე სულ სამი ხაზი გაკეთდება, რომლიდანაც მესამე მილსადენი საკაბელო იქნება. მინისტრის ცნობით, „წლის ბოლომდე სამივე ხაზი მზად იქნება.“

მან, ასევე, განაცხადა, რომ მერსინის სამხრეთ პროვინციაში ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგურ „აკუიუს“ სამშენებლო სამუშაოები გააქტიურდა, ხოლო პირველი ენერგობლოკი ექსპლუატაციაში 2023 წელს შევა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ