იაპონიამ სანქციები 21 რუსულ ორგანიზაციას დაუწესა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება რუსეთში „ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ“ საქონლის ექსპორტის აკრძალვას შეეხება.

ტოკიოს ცნობით, სამინისტრომ სანქციების სიაში 21 იურიდიული პირი დაამატა, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამრეწველო კომპლექსს უკავშირდება. მათ შორის არის ა.ი. ალიხანოვის სახელობის თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ეროვნული კვლევითი ცენტრ „კურჩატოვის ინსტიტუტი,“ ქარხანა „სალიუტი,“ სამეცნიერო-საწარმოო ორგანიზაცია „ეტალონი“, ღია სააქციო საზოგადოება „მოსელექტრონპროექტი,“ ასევე, სააქციო საზოგადებები, „ენერგია“ და „ინფორმაკუსტიკა“ და სხვ.

ახალი სანქციები ძალაში 3 ოქტომბრიდან შევა.

იაპონიამ სანქციების გაფართოების ახალი ეტაპი რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინულ ტერიტორიებზე ჩატარებულ რეფერენდუმებს დაუკავშირა. უკრაინის ომის საპასუხოდ ქვეყანას სანქციები რუსული ბანკების, კომპანიების, მდიდარი რუსების, პოლიტიკოსებისა და პირადად, პუტინის წინააღმდეგ აქვს დაწესებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ