ბოლო 1 კვირაში, საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების უფასოდ სარგებლობისთვის დედაქალაქის მერიაში 60 წელს გადაცილებული 101 პირი დარეგისტრირდა

ბოლო 1 კვირაში, საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების უფასოდ სარგებლობისთვის დედაქალაქის მერიაში 60 წელს გადაცილებული 101 პირი დარეგისტრირდა.

როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში 54 მოქალაქე დარეგისტრირდა, გლდანის სპორტულ ცენტრში კი 47.

„პროგრამისადმი მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია“, - განუცხადეს სააგენტოს მერიაში.

ცნობისთვის, თბილისის მერია პროგრამის – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნესდარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. პროგრამა პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში განხორციელდება. სერვისით სარგებლობა დარეგისტრირებულ მოქალაქეებს 3 ოქტომბრიდან შეეძლებათ.