სავაჭრო პალატის ორგანიზებით მეწარმეებთან საგადასახადო საკითხებზე შეხვედრები გრძელდება

საქართველოს სავაჭრო პალატის ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით მეწარმეებთან საგადასახადო საკითხებზე შეხვედრები გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისში, ზუგდიდსა და ოზურგეთში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მეწარმეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სხვადასხვა საგადასახადო საკითხებზე. მათ შორის, სალაროში ნაღდი ფულის, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების დაბეგვრის შესახებ განხორციელებულ არსებით ცვლილებებზე.

ტრენინგს შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლაშა კობერიძე უძღვებოდა.