დაგეგმეთ წინასწარ: არ წვიმდა, როცა ნოემ კიდობანი ააგო!

დაგეგმვა რომ ბიზნესის სწორად მართვის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს, ამას ერთხმად ყველა აღიარებს. დაგეგმვის მნიშვნელობაზე სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი მოაზროვნე, ავტორი, ბიზნესმენი და ა. შ. წერდა, ყველა იმას უსვამდა ხაზს, რომ გეგმის გარეშე შორს ვერ წავალთ და ჩვენი მიზნები უბრალოდ, სურვილებად დარჩება.

“დაგეგმვა მომავლის აწმყოში გადმოტანაა, რაც საშუალებას გაძლევთ, განსაზღვროთ ხვალინდელი დღე!”- წერს ამერიკელი ავტორი ალან ლაკეინი. თუ გვსურს ჩვენი ბიზნესის მომავალი ჩვენვე განვსაზღვროთ და არა შემთხვევითობამ, მაშინ დაგეგმვის პროცესზე უარი არ უნდა ვთქვათ, თუ გვსურს მაღალი და მყარი კოშკი ავაშენოთ, დრო არ უნდა დაგვენანოს და თავდაპირველად მყარი საძირკველი უნდა ჩავასხათ.

არ აქვს მნიშვნელობა საინტერესო იდეებით ახლა შეაბიჯეთ ბიზნეს სამყაროში, თუ უკვე მართავთ განვითარების პოტენციალის მქონე ბიზნესს, თუ ოდნავ მაინც გიძნელდებათ თქვენი იდეების ფორმულირება და სტრუქტურაში მოყვანა, BPN Georgia მზად არის იყოს თქვენი მეგზური ამ სამყაროში.

ბიზნეს გეგმაზე მუშაობის პროცესში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ფინანსურ გათვლებს, რადგან მოგეხსენებათ, ფინანსებს ნებისმიერი ბიზნესისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ჰაერივით არის მისთვის. ყველა ბიზნესი ისწრაფვის მუდმივად ჰქონდეს საკმარისი ჟანგბადი, თავისუფლად სუნთქვა რომ შეძლოს. ფინანსური დაგეგმარება სწორედ ჟანგბადის მიწოდებას ჰგავს, რომელსაც სწორი დოზირება სჭირდება.

bp-35279-1664277583.png

ფინანსური დაგეგმარება ნავიგაციის მოწყობილობასაც შეიძლება შევადაროთ. თუ იცი, სად ხარ მოცემულ მომენტში და სად გინდა იყო კონკრეტულ დროს, არ გაგიჭირდება ამ მოწყობილობის მართვა და სასურველ დროს აღმოჩნდები სწორედ იქ, სადაც გეგმავდი მისვლას. მაგრამ თუ არ გაქვს ინფორმაცია სად ხარ ახლა, არ იცი, სავარაუდოდ სად იქნები ხვალ, გაგიჭირდება იყო ბიზნესის კარგი მმართველი.

ფინანსური გეგმა მართვის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის მიზანიცაა, ფული, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი რესურსი, მაქსიმალურად მომგებიანად და ეფექტურად გამოიყენოს კომპანიამ. სისტემური ფინანსური დაგეგმარება ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებული განვითარების წინაპირობაა. არ აქვს მნიშვნელობა იდეა გაქვთ, ახლა დგამთ პირველ ნაბიჯებს მის სისრულეში მოსაყვანად, სტარტაპი ხართ, თუ უკვე დიდი გამოცდილების და ისტორიის მქონე ბიზნესი, ფინანსური გეგმა ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველასთვის. სწორად დაგეგმილი ფინანსები განსაზღვრავს ბიზნესის ხვალინდელ დღეს.

“თუ აკონტროლებ შენს ფინანსებს დღეს, მათი მსხვერპლი არ გახდები ხვალ.”- ემილი სტროუდი.

ფი­ნან­სუ­რი გეგ­მა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს დრო­ის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში სრუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა გვქონ­დეს რამ­დე­ნად «ჯან­მრთე­ლია» ჩვე­ნი კომ­პა­ნია, რამ­დე­ნად შეს­წევს უნა­რი სხვა­დას­ხვა მოკ­ლე თუ გრძელ­ვა­დი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ფა­როს. გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ვა­კონ­ტრო­ლოთ კომ­პა­ნი­ის შე­მო­სავ­ლე­ბი, ხარ­ჯე­ბი, მო­გე­ბა, რენ­ტა­ბე­ლუ­რო­ბა, ლიკ­ვი­დუ­რო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად გა­დავ­დგათ, ან არ გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს მო­ი­თხოვს. ფი­ნან­სუ­რი გეგ­მა ამავდრო­უ­ლად გვაძ­ლევს შანსს ვა­კონ­ტრო­ლოთ, რამ­დე­ნად შევ­ძე­ლით ჩვე­ნი გეგ­მე­ბის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა. შეგ­ვიძ­ლია ისიც გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, რა ხარ­ვე­ზე­ბი გვქონ­და და რის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე უნდა ვიზ­რუ­ნოთ.

სამ­წუ­ხა­როდ, ციფ­რე­ბი, ფორ­მუ­ლე­ბი, გა­მოთ­ვლა, ან­გა­რი­ში ძა­ლი­ან ბევ­რს აში­ნებს, არ უყ­ვარს, ბევ­რსაც ეზა­რე­ბა. არა­ერ­თი კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად იმა­საც ფიქ­რობს, რომ ფი­ნან­სე­ბი მთლი­ა­ნად სხვას(ბუ­ღალ­ტერს, ფი­ნან­სურ მე­ნე­ჯერს) უნდა გა­და­ა­ბა­როს. დიახ, სა­ჭი­როა, კომ­პე­ტენ­ტუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი(ბუ­ღალ­ტე­რი, ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი) გყავ­დეთ გვერ­დით, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­ნან­სურ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია და მათი ანა­ლი­ზის უნა­რი ნამ­დვი­ლად თა­ვად მმარ­თველს უნდა ჰქონ­დეს, რათა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნას დრო­უ­ლად მი­ღე­ბუ­ლი.

bp2-35430-1664277761.png

ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნე­სი ის­წრაფ­ვის წარ­მა­ტე­ბის­კენ, მისი მი­ზა­ნია გრძელ­ვა­დი­ა­ნად გან­ვი­თარ­დეს, მი­აღ­წი­ოს მის­თვის სა­სურ­ველ მას­შტაბს და იყოს სა­ნი­მუ­შო. და­გეგ­მვის გა­რე­შე ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. სწო­რად და დრო­უ­ლად გათ­ვლი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს კომ­პა­ნი­ის ბრუნ­ვა­ზე, მო­გე­ბა­ზე, ლიკ­ვი­დუ­რო­ბა­ზე. ფი­ნან­სუ­რი გეგ­მა და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­რი­დოთ შეც­დო­მე­ბი, შე­ამ­ცი­როთ რის­კე­ბი, გა­ა­კე­თოთ სწო­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, უზ­რუნ­ველ­ყოთ ფირ­მის ლიკ­ვი­დუ­რო­ბა და მი­აღ­წი­ოთ თქვენს მიერ და­სა­ხულ მიზ­ნებს.

ფი­ნან­სუ­რი და­გეგ­მა­რე­ბა თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის ფუ­ლა­დი ნა­კა­დე­ბის სრულ ანა­ლიზს გუ­ლის­ხმობს და სა­სურ­ვე­ლია მო­ი­ცავ­დეს მა­გა­ლი­თად შემ­დეგს:

  • მო­გე­ბა-ზა­რა­ლის უწყი­სი
  • საპ­როგ­ნო­ზო მო­გე­ბა-ზა­რა­ლის უწყი­სი
  • გა­ყიდ­ვე­ბის გეგ­მა
  • ბა­ლან­სი
  • ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის მოძ­რა­ო­ბის უწყი­სი
  • სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მა
  • ლიკ­ვი­დუ­რო­ბის გეგ­მა
  • სა­ჭი­რო კა­პი­ტა­ლის სტრუქ­ტუ­რა

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­მე­წარ­მეო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი აქ­ტუ­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, ზოგ­ჯერ გეგ­მი­დან გა­დახ­ვე­ვაც გვი­წევს, მაგ­რამ ბიზ­ნეს გეგ­მა ფი­ნან­სურ გათ­ვლებ­თან ერ­თად უპი­რო­ბოდ წარ­მო­ად­გენს ბიზ­ნე­სის მარ­თვის უმ­თავ­რეს ინ­სტრუ­მენტს. გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მა გვი­ად­ვი­ლებს მიზ­ნე­ბამ­დე მის­ვლას, ფუნ­და­მენ­ტია მდგრა­დი ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის­თვის. მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი გეგ­მა არის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის, დრო­უ­ლად გვაძ­ლევს შანსს ამო­ვიც­ნოთ მაგ. ლიკ­ვი­დუ­რო­ბის პრობ­ლე­მა და სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ვა­ტა­როთ. ყვე­ლა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერ­თად გვაძ­ლევს სრულ სუ­რათს ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და მხო­ლოდ ამა­ზე დაყ­რდნო­ბით შეგ­ვიძ­ლია დავ­გეგ­მოთ სტრა­ტე­გი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. არ შე­გე­შინ­დეს ციფ­რე­ბის, და­გეგ­მე, შე­ამ­ცი­რე რის­კე­ბი, გან­ვი­თარ­დი და გახ­დი კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი!

BPN Georgia მზა­დაა ამ პრო­ცეს­შიც იყოს შენი პი­რა­დი მრჩე­ვე­ლი, შე­მოგ­ვი­ერ­თდი ფი­ნან­სუ­რი და­გეგ­მა­რე­ბის ვორ­ქშოფ­ზე, მი­ი­ღე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი და შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის­გან, არ შე­გე­შინ­დეს ციფ­რე­ბის!

NS