სურსათის ეროვნული სააგენტო მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაციასა და რეგისტრაციას  ჟურნალისტებთან ერთად განახორციელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაციისა და რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამ საკითხისადმი მედიისა და საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, 2015 წლის 12 მარტს, 11:00 საათზე, სურსათის ეროვნულ სააგენტოში (მარშალ გელოვანის 6) გაიმართება მედიასემინარი, რომელზეც ჟურნალისტებს სახელმწიფო პროგრამის დეტალებს გააცნობენ. სემინარის მსვლელობისას, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე ისაუბრებს სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ამ მიმართულებით.

სემინარის დასრულების შემდეგ მოეწყობა მედიატური ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ დააკვირდნენ მსხვილფეხა პირუტყვის რეგისტრაციისა და ვაქცინაციის პროცესს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წწ. ფარგლებში, განხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ეპიზოოტიის (გადამდები სნეულებით ერთდროულად მრავალი ცხოველის დასენიანება განსაზღვრულ ტერიტორიაზე, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში) საწინააღმდეგო ღონისძიებების პროგრამა, რომლის არსი და მიზნები შემდეგია:

• ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა;

• ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა ზოონოზური დაავადებებისაგან;

• გლეხური და ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერა;

ხოლო უშუალოდ ცხოველთა იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას შემდეგი მიზნები აქვს:

• დაავადებების პრევენცია და კონტროლი;

• ვაქცინაციის სწორი დაგეგმვა და განხორციელება;

• ცხოველთა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიკვლევადობა;

• ეტიკეტირება და გამჭვირვალობა ხორცით ვაჭრობისას;

• ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტური;

• გამოყენებული ვეტ-პრეპარატების აღრიცხვა;