ალეკო ელისაშვილი - საქართველო-რუსეთის საზღვარს ჩავკეტავდი - არაფერში გვჭირდება დეზერტირი რუსები

საქართველო-რუსეთის საზღვარს ჩავკეტავდი - არაფერში გვჭირდება დეზერტირი რუსები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის აზრით, რუსეთიდან გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების სახით ქვეყანა გრძელვადიან პრობლემას იღებს, რადგან „არავინ იცის, ტვინში რა უდევთ“.

„ახლა გაახსენდათ, რომ თურმე ომი ცუდია და უკრაინას დაესხა რუსეთი... ასეთი ხალხის მიმართ არანაირი სენტიმენტი არ მაქვს. ეს არის ხალხი, ვინც ტაშს უკრავდა პუტინს, როცა ის საქართველოს ბომბავდა, ბომბავდა ჩეჩნეთს და შემდეგ, როცა ყირიმი წაიღო. ახლა, როცა ომში გამოიძახეს და მოსთხოვეს რუსეთისთვის იომეთო, გაახსენდათ, რომ თურმე ლიბერალები არიან და თავისუფლება უყვართ. მათი არ მჯერა. ხელისუფლებაში რომ ვიყო, ზემო ლარსის საზღვარი ჩაკეტილი იქნებოდა და იქიდან არცერთი დეზერტირი არ შემოვიდოდა.

ის, რომ რუსეთიდან ქართველებიც მოდიან, მაშინ ვთქვათ, რომ მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს გამოვატარებთ, ან სავიზო რეჟიმი შემოვიღოთ, ან ქონების შეძენა ავუკრძალოთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.