15.7-ჯერ მეტი ვიდრე წინა მასპინძელმა - რა თანხა დახარჯა კატარმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის

The Sun-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის კატარმა 208 მილიარდი ევრო დახარჯა. ტურნირის კომუნიკაციის ხელმძღვანელმა, ფატმა ალ ნუაიმიმ განმარტა, თუ საიდან გაჩნდა ეს მაჩვენებელი.

"მსოფლიოს ჩემპიონატი კატარის 2030 წლის ეროვნული ხედვის ნაწილია, თანხა ჩაიდო უფრო ფართო განვითარების გეგმაში, რომელიც ხელს უწყობს ქალაქების, ეროვნული ობიექტებისა და ინდუსტრიის წინ წაწევას.

208 მილიარდი ევრო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დაიხარჯა, ასოცირებულია კატარის ეროვნული განვითარებასა და მოდერნიზაციასთან. ამ მასიური ინფრასტრუქტული პროექტის უმეტესობა, როგორიცაა ახალი გზები, მეტროები, აეროპორტები, სასტუმროები და ტურისტული ადგილები მანამდე იყო დაგეგმილი, ვიდრე მივიღებდით მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელის სტატუსს" - განაცხადა ალ ნუაიმიმ.

განაგრძეთ კითხვა: