„სილქ როუდ ბანკი“ სახელს იცვლის

„სილქ როუდ ბანკი“ სახელს იცვლის. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 23 სექტემბრის განკარგულებაშია აღნიშნული.

კერძოდ, განკარგულების თანახმად, ბანკის ახალი სახელწოდება „სილქ ბანკი“ იქნება.

„ამ განკარგულების გამოქვეყნებიდან 3 დღეში სს „სილქ ბანკს“ მიეცეს სალიცენზიო მოწმობა მითითებული ლიცენზიის ნომრით. ინფორმაცია სალიცენზიო მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში,“- ნათქვამია განკარგულებაში.

ცნობისთვის, განკარგულება 27 სექტემბერს გამოქვეყნდა.

თაია არდოტელი