ნომინალური და ეფექტური განაკვეთები - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სესხის აღებისას

თუ ახალი საკუთრების შეძენა გვსურს, გვინდა სწავლის საფასური დავფაროთ ან ნებისმიერი მიზეზით თანხა დაგვჭირდა და ამისთვის სესხის აღება გადავწყვიტეთ, აუცილებლად მოგვიწევს გავეცნოთ პირობებს, რომლებსაც სხვადასხვა ბანკი გვთავაზობს.

პირობები კი მრავალნაირია - საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო პროდუქტის ასარჩევად, სესხის ტიპთან, შენატანების მოცულობასთან, ვადასთან, გადახდის გრაფიკთან, საკომისიოებსა და ჯარიმებთან და სხვა ფაქტორებთან ერთად აუცილებლად მოგვიწევს საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინება და იმის ცოდნაც, თუ რა განსხვავებაა ნომინალურ და ეფექტურ განაკვეთებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ სესხის აღებისას და არა მხოლოდ სესხის აღებისას, ამ კომპონენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ბევრისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც პირველად აქვს ბანკის თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტთან შეხება, დიდია ალბათობა, რომ განაკვეთის ორი ტიპი დამაბნეველი იქნება.

თუმცა, სანამ უშუალოდ მათ შორის განსხვავებებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია, განვმარტოთ, რას ნიშნავს საპროცენტო განაკვეთი.

მარტივად რომ ვთქვათ, საპროცენტო განაკვეთი არის ის ფასი, რასაც ჩვენ ფულის სესხებაში ვიხდით და რაც უფრო მეტია ის, სესხებაც მით უფრო ძვირი გვიჯდება.

განაგრძეთ კითხვა: