საფრანგეთში მძარცველებმა 9 მილიონამდე ევროს ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს

საფრანგეთში შეიარაღებულმა მძარცველებმა დაახლოებით 9 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს.

"ბიბისის" ცნობით, მძარცველები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ ავალონთან ახლოს, მე-6 ავტომაგისტრალზე თავს დაესხნენ ორ ავტომობილს, რომელშიც ძვირფასეულობა იყო მოთავსებული. თავდასხმაში დაახლოებით 15 ადამიანი მონაწილეობდა.

თავად ავტომობილების მძღოლები არ დაშავებულან. მანქანები კი მოგვიანებით დამწვარი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.