Frontex-ი - ევროკავშირის ტერიტორიაზე, გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს, Frontex-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ტერიტორიაზე, გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 30%-ით მეტია.

უწყებაში აცხადებენ, რომ გადაკვეთების უმეტესობა საზღვრის ფინეთისა და ესტონეთის მონაკვეთებზე ხდებოდა.

Frontex-ის ცნობით, ჩამომსვლელების უმეტესობას ჰქონდა ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან ორმაგი მოქალაქეობა.

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთა შეიძლება გაიზარდოს, თუ კრემლი გადაწყვეტს, პოტენციური ახალწვეულებისთვის რუსეთის საზღვრები დაკეტოს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგაც რუსეთს ათასობით ადამიანი ტოვებს.