კახა კალაძე: გაზსაცავის პროექტთან დაკავშირებით შესწავლა მიმდინარეობს

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, გაზსაცავის პროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე შესწავლა მიმდინარეობს.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, რათა მოხდეს კვლევის ჩატარება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით და შემდეგ პროექტის განხორციელებაზე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. "დაახლოებით 250 მილიონის ინვესტიცია იქნება საჭირო, ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობპროდუქტების ფასებთან დაკავშირებით კვლევას, კახა კალაძის თქმით, ბენზინგასამართ სადგურებზე ფასებმა დაიწია. თუმცა მინისტრის თქმით, ამას უნდა დავუმატოთ ლარის დევალვაციაც. "როგორც ვიცი, ფასებმა დაიწია. დაიწია ბენზიგასამართ სადგურებზეც, ამას უნდა დავამატოთ ლარის დევალვაციაც. ეს კომპონენტიც უნდა იყოს შეტანილი", - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ეს არის კონკურენციის სააგენტოს თემა.