დავით უსუფაშვილი - რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება ნიშნავს დოკუმენტურად გადაწყვეტას ვინ შემოუშვან და ვინ - არა

რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება ნიშნავს მიზეზებისა და მიზნების გამორკვევას, დოკუმენტურად გადაწყვეტას ვინ შემოუშვან და ვინ - არა - თეთრი სახლიც ამას ამბობს, შავპიჯაკიანი უსუფაშვილიც და საზოგადოებაც ამას ითხოვს - ერთადერთი, ვისაც ეს არ ესმის, "ქართული ოცნებაა", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, "ლელო"-ს წარმომადგენლები ვითარების ადგილზე გასაცნობის მიზნით ლარსზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც დარწმუნდნენ, რომ საჭიროა ჩარევა მთავრობის მხრიდან.

"დანარჩენი, ვინ როგორ გამოხატავს საკუთარ პოზიციას, მათი არჩევანია. სავიზო რეჟიმის გამკაცრება ნიშნავს ზუსტად გრძელი ფურცლის შევსებას, სადაც ადამიანი წერს, რუსეთიდან რატომ მოდის. საკუთარ მთავრობას გაურბის? - ასეთი შეიძლება უფრო მარტივად შემოვუშვათ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.