„მაგთის“ ოფისთან რუსეთის მოქალაქეების რიგებია

რუსთაველის გამზირზე, მაგთის ოფისთან, რუსეთის მოქალაქეების რიგებია. სავარაუდოდ, რუსეთიდან და ბელორუსიიდან ჩამოსულები ქართული მობაილ ოპერატორების ნომრებს ყიდულობენ.

გაზრდილია თუ არა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან მიმართვიანობა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ბიზნესპრესნიუსი" "მაგთიკომსაც" დაუკაშირდა. კომპანიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მიმართულებით წამოსული რუსეთის მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 დღეში საქართველოში რუსეთის 78 742 მოქალაქე შემოვიდა.

წყარო: Palitravideo

იხილეთ ასევე: 10 დღეში საქართველოში რუსეთის 78 742 მოქალაქე შემოვიდა - შსს

ეკა დარჩიაშვილი