ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  სადმელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში ხორციელდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძემ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

“გარდამავალი პროექტის ფარგლებში 3 კმ-დე მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, მისი სრული ღირებულება 3 264 000 ლარს შეადგენს, პირველ ეტაპზე კი 900 000 ლარი დაიხარჯება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,ორიენტირი" ასრულებს”, - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.