გორის მერია - ხელთუბანში შიდა საუბნო გზის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გორის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სამუშაოები 15-ზე მეტ სოფელში დაიგეგმა. მათ შორის ერთ-ერთი სოფელი ხელთუბანია, სადაც სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს.

„სარებილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1038 მეტრს შეადგენს. ამ ეტაპზე, გზის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის პირველი პირი იგება. პროექტის მიხედვით სანიაღვრეები, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები მოეწყობა.

სამუშაოების დასრულებისას, აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გადადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ,“ - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.