"სადგურის მოედანის" გადასასვლელ გვირაბში ყვითელ ჟილეტიანი ადამიანები გამოჩნდნე, რომლებიც მგზავრებს ზოლში მოძრაობისკენ მიუთითებენ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ირაკლი ხმალაძესა და ვიქტორ წილოსანს სადგურის მოედანზე, გვირაბის მოწესრიგებაზე მუშაობის დაწყება დაავალა, ისე რომ გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს.
„იმ 70-მეტრიან გვირაბში ადამიანების გადაადგილება წარმოადგენს უდიდეს პრობლემას, ფიზიკურად გავლა შეუძლებელია. ეს განსაკუთრებით ხდება პიკის საათებში, რომელსაც ყველანი ვხედავთ, სრულყოფილი ინფორმაცია გვაქვს, დეტალურად ვიცით არსებული პრობლემის შესახებ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ვიქტორ წილოსანს, რომ დაიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად. პირველად შეიძლება სატესტო რეჟიმში გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები, თუ როგორ ხდება ნაკადების მართვა",- განაცხადა კალაძემ.
იხილეთ ასევე: მეტროში საცობს მგზავრები ქმნიან - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელი