ბათუმში ბინების გაყიდვები აგვისტოში 47%-ით გაიზარდა

2022 წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 47%-ით, 1 566 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 48%-ით 66 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ colliers-ს კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ბათუმში 2022 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა, ძველ ბინებზე კი 70%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

კვლევის თანახმად, ბათუმში 2022 წლის აგვისტოში ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა ახალაშენებული ბინების პრემიუმ სეგმენტში და 259 ერთეული შეადგინა, მაშინ როცა მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში 59% და 51%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამასთან, ბათუმში 2022 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი უმნიშვნელოდ, 3%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 822 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე 707 აშშ დოლარს გაუტოლდა.

თაია არდოტელი