„არ მოსულან სამსახურში და აღარც კონტაქტზე გამოდიან“: მობილიზაციის გავლენა რუსულ ბიზნესზე

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსული კომპანიების თანამშრომელთა ნაწილი სამსახურში გამოცხადებაზე უარს აცხადებს, მაშინ, როცა საქმე დისტანციურ გრაფიკს არ გულისხმობს. ბიზნესის მეპატრონეებს სულ უფრო მეტად უჭირთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა.

„მცირე ბიზნესი შოკშია. სიტუაცია მიმდინარე წლის 24 თებერვალს მოგვაგონებს: რთულია მუშაობაზე ფიქრი. უპირველეს ყოვლისა, კომპანიები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ IT სპეციალისტები, რადგან მათი პოვნა არც ისე მარტივია“, - ამბობს რუსული ფინტექ სერვისის დამფუძნებელი, რომელმაც Forbes-თან ინტერვიუში ანონიმად დარჩენა ისურვა.

"ყველაფერი თავდაყირა დადგა“, - ჩივის მოსკოვის პურ-ფუნთუშეულის ერთ-ერთი ქსელის წარმომადგენელი Forbes-თან ინტერვიუში. მისი თქმით, სამშაბათს, 27 სექტემბერს, მის კომპანიაში მოსკოვის სამხედრო კომისარიატის თანამშრომლები მივიდნენ, რათა თანამშრომლებისთვის გამოძახება გადაეცათ. „ზოგიერთი თანამშრომელი ორშაბათიდან გაფრთხილების გარეშე არ მოსულა სამსახურში და აღარც კონტაქტზე გამოდიან“.

მობილიზაცია ასევე შეეხო კაფე-რესტორნის სექტორის უფრო დიდ მოთამაშეებს. White Rabbit Family-ის რესტორნების ჯგუფის 11-მა თანამშრომელმა მიიღო გამოძახება. კომპანიის დამფუძნებელმა ბორის ზარკოვმა Forbes-თან საუბარში განმარტა, რომ მიმტანებმა, შეფ-მზარეულებმა და სხვა რიგითმა თანამშრომლებმა გამოძახებები მიიღეს და ისინიც სამსახურში სიარულზე უარს აცხადებენ.

მიუხედავად ყველა რისკისა და გაურკვევლობისა, დამსაქმებლები აგრძელებენ სხვადასხვა შესაძლო „უკან დახევის გზების“ შემუშავებას, რადგან ეშინიათ თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვის და მუშახელის დეფიციტში აღმოჩენის. „როგორც მეწარმე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიბრუნო ჩემი ხედვა რუსეთის შესახებ, ასევე იმის შესახებ თუ რა უნდა გააკეთოს ხალხმა იმ სიტუაციაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. პროდუქტიული ეკონომიკური კლასის გარეშე, ხალხის გარეშე, კეთილდღეობაში ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელი იქნება, ”- განმარტავს VR სტარტაპის დამფუძნებელი.

ეკა დარჩიაშვილი