გაზრდილი ექსპორტ-იმპორტი - რას ვყიდით და ვყიდულობთ ბელარუსში

საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, შესაბამისად, მატულობს როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 85,430 მლნ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 67,617 მლნ დოლარი იყო.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, წელს 8 თვეში ბელარუსში ექსპორტირებული იქნა 36,484 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია, იმპორტმა კი 48,946 მლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება პროდუქციას, ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველო ბელარუსში რძის პროდუქტს ყიდულობს, ექსპორტზე კი ეთილის სპირტი გააქვს.

5 პროდუქტი, რასაც საქართველო ბელარუსში ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის: (2022 წლის 8 თვე)

  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები - 6,057 მლნ დოლარი
  • თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები - 4,513 მლნ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 3,924 მლნ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 3,301 მლნ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 3,180 მლნ დოლარი

5 პროდუქტი, რასაც საქართველო ბელარუსში ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობს: (2022 წლის 8 თვე)

  • რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - 7,855 მლნ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები - 6,748 მლნ დოლარი
  • ფილები მერქანბოჭკოვანი მერქნის ან სხვა გამერქნებული მასალებისაგან - 3,308 მლნ დოლარი
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 2,522 მლნ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 2,431 მლნ დოლარი