jobs.ge-ზე ვაკანსიები იზრდება - დარგები, სადაც ყველაზე მეტი ვაკანსია გამოცხადდა

2022 წელს, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, 39 984 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 37%- ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 197%- ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.

ამასთან, კვლევის თანახმად, 2022 წელს, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 5.5% შეადგინა.

კვლევაში ასევე მოცემულია, 2022 წლის აგვისტოში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით.

კერძოდ, PMCG-ს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 2 543 ვაკანსია საიტზე ლოჯისტიკა/ტრანსპორტი/ დისტრიბუციის დარგში გამოცხადდა; მას მოსდევს გაყიდვები/შესყიდვები - 2 074 ვაკანსიით, მე-3 ადგილზეა - ადმინისტრაცია/მენეჯმენტის მიმართულება, რაზეც 1 542 ვაკანსია დაფიქსირდა.

ჩამონათვალში ხვდება ასევე:

  • ფინანსები/სტატსიტიკა - 1 151 ვაკანსია;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები/პროგრამირება - 315 ვაკანსია;
  • სხვა - 1 577 ვაკანსია.
თაია არდოტელი