ბერლინი შიშობს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადები“ სამუდამოდ გამოვა მწყობრიდან

გერმანიის უსაფრთხოების სამსახურებში თვლიან, რომ გაზსადენები „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრიდლოეთის ნაკადი 2“ სასწრაფო შეკეთების გარეშე სამუდამოდ გამოვა მწყობრიდან - ამის შესახებ Tagesspiegel გერმანიის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. მათი განცხადებით, ოპერატიული რემონტის გარეშე მილებში მოხვდება ზღვის წყალი, რომელიც გამოიწვევს კოროზიას.

Tagesspiegel-ის მონაცემებით, გერმანიის უსაფრთხოების სამსახურებში თვლიან, რომ ინციდენტის მიზეზი იყო დივერსია. ამ ფაქტის გამო კი გერმანიის უსაფრთხოების სამსახურები მკაცრად გააკონტროლებენ მათი გემების მარშრუტებს ბალტიის ზღვაში. ამასთან, ბერლინი შეეცდება მეტი ყურადღება დაუთმოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვას ქვეყნის საზღვაო რაიონებში, მათ შორის, მშენებარე გაზსაცავების, ტერმინალების და წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო სადენების უსაფრთხოებას.

როგორც ცნობილია, 26 სექტემბერის ღამით ბალტიის ზღვის ფსკერზე დანიის ეკონომიკურ ზონაში კუნძულ ბერნჰოლთან ახლოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს“ ერთ-ერთ მილზე და „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ ორივე მილზე მოხდა გაჟონვა. სეისმოლოგებმა იმ ღამით აღნიშნულ რაიონში აფეთქებები დააფიქსირეს.

ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა აღნიშნული უკვე შეაფასეს როგორც დივერსია და ისინი ამ ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.

კოკა კვირკველია