სოფელ ატენში, ე.წ. ცომაანთხევის უბანში, ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ ატენში, ე.წ. ცომაანთხევის უბანში, ბეტონის გზის მოწყობა ხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, 340 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის დასხმა მიმდინარეობს.

„ხევში უკვე მოეწყო ნაპირსამაგრი კედელი, რომელიც გზის დაზიანების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

ატენში, მიმდინარე წელს, შიდა გზის კიდევ ერთი მონაკვეთი მოეწყო. ე.წ. ფუხაანთუბანში 540 მეტრზე ბეტონის გზა უკვე დაიგო.

შიდა გზების მოწყობას, გორის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ახორციელებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.