გორის მერია - გორში, სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

გორში, სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

„პროექტის მიხედვით, იგეგმება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება, ტროტუარების, მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოწყობა.

ქუჩა კომბინატის დასახლებაში მდებარეობს. მისი სიგრძე 210 მეტრია.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გადაადგილებისას მძღოლებსა და ქვეითებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.