სექტემბერში გერმანიაში ინფლაციამ 10,9% შეადგინა

2022 წლის სექტემბერში გერმანიაში სამომხმარებლო ფასები, ევროკავშირის სტანდარტებით, წლიურ გამოხატულებაში 10,9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მოწმობს გერმანიის სტატისტიკის სამსახურის Destatis მონაცემები.

როგორც ჩანს, ინფლაციის ტემპი სექტემბერში დაჩქარდა, მაშინ როცა აგვისტოში 8,8% იყო, შედეგად კი განახლდა ქვეყნის ინფლაციური მაჩვენებლის ისტორიული მაქსიმუმი.

ყველაზე მეტად ზრდა დაეტყო ენერგომატარებლებს, რომელიც სექტემბერში 43,9%-ით გაძვირდა, სურსათი 18,7%-ით, მომსახურების სექტორში კი ფასების ზრდამ 3,6% შეადგინა.

Trading Economics-ის ანალიტიკოსები სექტემბერში საშუალოდ 10%-იან ინფლაციას მოელოდნენ. მათ ასევე მოლოდინი ჰქონდათ, რომ წინა თვესთან შედარებით ზრდა 1,3% იქნებოდა, თუმცა 2,2% შეადგინა.

გერმანიაში ინფლაცია გერმანული სტანდარტებით 10%-ით არის გაზრდილი, ეს კი მაქსიმალური მაჩვენებელია 1951 წლის შემდეგ, როცა გერმანიაში 11%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.

კოკა კვირკველია