პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასი 20%-ით გაიზრდება  - პრემიერი

2023 წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 490 მლნ ლარით გაიზრდება - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

,,თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მლნ ლარით. პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასი 20%-ით გაიზრდება და ამ მიზნით გამოყოფილია 290 მლნ. გახსოვთ, რომ წინა წლის იანვარში საჯარო მოხელეების ხელფასი გავზარდეთ 10%-ით, რაც წელსაც გაგრძელდება.

ასევე, დაგეგმილია ჯარის ქალაქის მშენებლობაც. რამდენიმე კვირაში დაიწყება პოლიციელების ქალაქის მშენებლობაც" - განაცხადა პრემიერმა.

თამარ მუკბანიანი