როგორია სხვადასხვა ქვეყნებში მივლინების ტარიფები - მთავრობის გადაწყვეტილება

ქვეყნის შიგნით მივლინებების დაფინანსება ორმაგდება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ, მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

კერძოდ, ცვლილებით, საქართველოს ფარგლებს შიგნით, მივლინების დაფინანსება მოქმედი 15 ლარის ნაცვლად, 30 ლარი ხდება.

აღსანიშნავია, რომ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობის ნორმატიული აქტები გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა. დოკუმენტებში საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებში მივლინების დაფინანსებაც არის განსაზღვრული.

მათ შორის, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების სადღეღამისო ნორმა შემდეგნაირია:

  • ავსტრიის რესპუბლიკა - 210 ავსტრალიური დოლარი;
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკა - 140 აშშ დოლარი;
  • ამერიკის შეერთებული შტატები - 240 აშშ დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 150 აშშ დოლარი;
  • ბელგიის სამეფო - 180 ევრო;
  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - 180 ევრო;
  • ესპანეთის სამეფო - 180 ევრო;
  • თურქეთის რესპუბლიკა - 100 ევრო;
  • იტალიის რესპუბლიკა - 150 ევრო;
  • ისრაელის სახელმწიფო - 150 აშშ დოლარი;
  • საუდის არაბეთის სამეფო - 150 აშშ დოლარი;
  • საფრანგეთის რესპუბლიკა - 176 ევრო;
  • სომხეთის რესპუბლიკა - 120 აშშ დოლარი;
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა - 150 აშშ დოლარი.

სრულად ქვეყნების ჩამონათვალი და იქ მივლინების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

თაია არდოტელი